სათემო პროექტი ,,ჩვენი ვალია"
პროექტის მოკლე აღწერა:
საგანმანათლებლო პროექტი ,,ახალგაზრდა პოეტები პრომეთეს მღვიმეში"
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოწვეულ იქნა ახალგაზრდა პოეტები: გენრი დოლიძე , მათე მარადელი, მარიამ წიკლაური, ია სულაბერიძე, ია იაშვილი. შეხვედრა, პოეზიის საღამო, გაიმართა წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმეში. გეგუთის კულტურის სახლისა და გეგუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა პოეზიის დღე, რამაც სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. თავის მხრივ პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ისაუბრეს პოეზიაზე. განსაკუთრებულ, ორიგინალურ გარემოში მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს განსაკუთრებულ დღეთა შთამბეჭდაობას
პროექტი: ,,სტუმრად დღის სახლში"
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი განხორციელდა სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის ეკა გიგიაძის, სკოლის საამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის ეკა სიმსივეს,მასწავლებლის ეკატერინე ნადირაძის, კლუბის წევრების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია მამისეიშვილის ერთობლივი ძალისხმევით
შევქმენი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის სცენარი, რომელიც გაჯერებული იყო მხიარული თამაშებითა და მუსიკალური ნომრებით და ითვალისწინებდა სსსმმ აქტიურ მონაწილეობას. ჩვენი სტუმრობა დაემთხვა სახლის ერთ-ერთი ბინადრის ზაზას დაბადების დღეს. ერტად გატარებულმა ორმა საათმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა . სკოლაში დაბრუნებისთანავე დავგეგმეთ ღონისძიება(დაწყებითი კლასების კათედრა) მომდევნო შეხვედრისათვის.
პროექტი - "ყველაზე ჭკვიანი"
პროექტის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი გათვლილია მე-3 - მე-4 კლასის მოსწავლეებზე.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები გამოავლენენ ცოდნას ყველა იმ საგანში, რომელსაც სასწავლო პროგრამით გაივლიან.
პროექტის გამარჯვებულებს დირექცია აჯილდოებს სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელით.
პროექტი უკვე 5 წელია რაც მიმდინარეობს და არ დაუკარგავს აქტუალობა.
საგანმანათლებლო პროექტი: "არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია"
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის შემოქმედებას, მოაწყობენ შეხვედრას პოეზიის მოყვარულ ადამიანებთან , გამართავენ პოეზიის საღამოს, მოახდენენ თანატოლებში პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციას.
პროექტის ინიციატორები - გეგუთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა,
მაია მამისეიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
ეკა გიგიაძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
პოეზიის საღამოზე ლექსტან ერთად გაჟღერდა ი.ნონეშვილის ლექსებზე შექმნილი ქართული სიმღერები/
Комментариев нет:
Отправить комментарий