კოლეგებთან თანამშრომლობა



თამაშით სწავლება  5 წლიან  მოსწავლეებში




საქართველოში  ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების მინიმალურ ასაკად 5 წელი გამოცხადდა. მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა ბავშვის განვითარების მახასიათებლებისა და საკუთარი სურვილის გათვალისწინებით  შეიყვანონ 5 წლის ბავშვი სკოლაში.
5წლის ბავშვის სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვნია ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება.ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა საშუალებას გვაძლევს პედაგოგებს ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ მისი ყველა საუკეთესო თვისება.
ეს არის ასაკი, როცა ჩამოყალიბებას იწყებს ბავშვის პიროვნებ. 5წლის საკის  ბავშვი საზოგადოების პატარა წევრია, თუმცა  მისი ცხოვრება დამოკიდებულია მოზრდილზე. უფროსი ახდენს მის ორგანიზებას და მიმართულებას აძლევს მას. ამიტომ ბავშვის სწავლება უნდა ხდებოდეს მიზნმიმართულდ  და გონივრულად. ამისათვის კი აუცილებელია ვიცოდეთ, რა მიმართებაშია ერთმანეთთან სწავლება და განვითარება და განვსაზღვროთ, რა და როგორ ვასწავლოთ მათ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე.
2011-2012 სასწავლო წელს გეგუთის N1 საჯარო სკოლის  პირველი კლასი დაკომპლექტდა 18 მოსწავლით და მათ შორის 11  ბავშვი 5 წლის ასაკისაა. პირველი 2 თვის მანძილზე განსხვავება 5 და 6 წლიან მოსწავლეებს შორის აშკარად შეიმჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოსწავლეს გავლილი ჰქონდა სკოლამდელი დაწესებულების საფეხური, მათ ერთმანეთისაგან მაშინვე გამოარჩევდით ქცევით. 5 წლიან მოსწავლეებს უჭირდათ ყურადღების კონცენტრაცია, იღლებოდნენ სწრაფად, ნაკლებად ჰქონდათ განვითარებული ნატიფი მოტორიკა და კომუნიკაციის უნარი.
მოგეხსენებათ, 5 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმა თამაშია. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები  და პიროვნული  თავისებურებები.თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება. 5 წლის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც როლურ თამაშს და შეუმჩნევლას ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.
5 წლის აკის ბავშვებისათვის ტიპიურია მოტორული, როლური და წესებიანი თამაშები.
მოტორული თამაშები: სირბილი, ხტუნვა, სავადასხვა მოტორული აქტივობა , რომლებიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბავშვს, ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციის განვითარებას
როლური თამაში: ბავშვები ათამაშებენ სიუჟეტებს  და ასრულებენ სხვადასხვა როლს. ასეთი თამაშით ბავშვები ბაძავენ უფროსების ქცევას,  უვითარდებათ  ფანტაზიის უნარი და უყალიბდებათ ურთიერთობის ახალი ფორმები. ეცნობიან სოციალურ ურთიერთობებს და ნორმებს, კულტურულ ტრადიციებს.სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანების პოზიციაზე, გაიტვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგო ს საკუთარი ქცევა. როლური თამაში ხელს უწყობს  წარმოსახვის განვითარებასაც .
წესებიანი თამაში: ბავშვები ადგენენ თამაშის წესებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ამ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული . მოითხოვს გარკვეულ შემეცნებით უნარს, თამაშისას უნდა გათვალო ამა თუ იმ აქტივობის შედეგი, ისწავლო წაგება და მოგება.
თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება. თამაში გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების, ფანტაზიის, ნატიფი მოტორული ჩვევების, მეტყველების  განვითარებაზე.
 მოსწავლეთა ყურადღების , მეხსიერების,  აზროვნების განვითარებისათვის აქტიურად გამოვიყენე თამაშის ტიპის სავარჯიშოები.


მეხსიერების განვითარება
·         სკოლასთან ადაპტაცია „ჩემი სკოლა“
·           მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე ორიენტირების უნარი
მიმდინარეობა:  მასწავლებელი კლასს ათვალიერებინებს სკოლის შენობას, აკეთებს მინიშნებებს შეფერილობაზე, კარებზე, ფანჯრებზე და სხვ.
კლასში დაბრუნების შემდეგ სთავაზობს ბავშვებს  ინდივიდუალურ დავალებას- დახატონ სკოლის შენობა.და წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევარი.
ანალიზი: ამ ტიპის აქტივობა ბავშვს გარემოზე  დაკვირვების ჩვევებსა და მეხსიერებას უვითარებს. სკოლის შენობის  ხატვის დროს იგი სპონტანურდ კი არ ქმნის ნახატს, არამედ ცდილობს, შეძლებისდაგვარად მიამსგავსოს  ნანახს და ზუსტად აღწეროს იგი.
კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.4

·         „სკოლის ეზო“
მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე ორიენტირების უნარის განვითარება
მიმდინარეობა: მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ეზოში ჩასვლამდე და აძლევს მათ მიმართულებას. ბავშვებმა ყურადღებით უნდა დაათვალიერონ  სკოლის ეზო და დაიმახსოვრონ იქ ნანახი, შეარჩიონ ეზოში ის ადგილი , რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
სკოლის დათვალიერების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს , დახატონ სკოლის ეზო და შემოხაზონ ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. თითოეული ბავშვი წარმოადგენს ნახატს და საუბრობს მის შესახებ; ასაბუთებს რატომ მოეწონა ეზოში ეს ადგილი.კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.4

·         „კალათში ჩავდე“
მიზანი: ყურადღების, მოცულობის, მეხსიერების განვითარება
მიმდინარეობა: თამაშს იწყებს მასწავლებელი , რომელიც ამბობს: „კალათში  ჩავდე  ვაშლი  . მის მარჯვნივ მჯდომი ბავშვი აგრძელებს: „კალათში ჩავდე ვაშლი, მსხალი“. ბოლო მოთამაშეს უწევს ყველა ჩამოთვლილი საგნის გამეორება.
 კავშირი სტანდარტთან: ბუნ 1.3

ყურადღების განვითარება
·         „4 სტიქია“
მიზანი: ყურადღების, აზროვნების განვითარება
მიმდინარეობა: მოსწავლეებმა სტიქიის სახელწოდებების დასახელებისას(ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) შესაბამისი მოძრაობები უნდა შეასრულონ: “ცეცხლი”-ხელები  დაიკავონ მკერდის სიმაღლეზე და გააქნიონ“,  „მიწა“-ხელები დაბლა დასწიონ, „წყალი“ - ხელები მკერდის სიმაღლეზე დაიკავონ, „ჰაერი“- ხელები ასწიონ მაღლა.
მოსწავლე, რომელიც შეცდომას დაუსვებს, ტოვებს თამაშს. გამარჯვებულ 4 მოსწავლეს ტაშით დააჯილდოებენ.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.1., უცხ.დ 01.1

·         „ყვავილი, ხე“
მიზანი: ყურადღების კონცენტრაცია,მეხსიერების, აზროვნების განვითარება
მიმდინარეობა: ბავსვები დგანან წრეში. მასწავლებელი მიუთითებს თითოეულ მათგანზე და ამბობს: „ყვავილი, ხე, ხილი, ყვავილი, ხე, ხილი...“. იმ მოსწავლემ, რომელზეც შეჩერდება სვლა, უნდა დაასახელოს ხილი. თუ პასუხი სწორია, თამაში გრძელდება, თუ არა, მოთამაშე ტოვებს თამაშს. რჩება მხოლოდ 2 გამარჯვებული.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.1., უცხ.დ 01.1

·         „ბარათები ასოებით“
მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარება, ბგერის დაკავშირება ასოსთან
მიმდინარეობა: მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს სხვადასხვა ასოების გამოსახულებით, აძლევს ინსტრუქციას: მასწავლებელი ჩამოთვლის  სხვადასხვა ბგერას, მოსწავლემ უნდა ასწიოს ბარათი იმ სემთხვევაში, როცა მასწავლებელი მის ბგერას იტყვის.თანდათან შესაძლებელია აქტივობის გართულება. მასწავლებელი კითხულობს სიტყვებს და მოსწავლე ფეხზე დგება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი „მის ასოზე“ დაწყებულ სიტყვას იტყვის.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.5.
აზროვნების განვითარება

·         „დაიჭირე ბურთი“
მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება
მიმდინარეობა: მონაწილეები წრიულად დგებიან. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი. ის წარმოთქვამს სიტყვას თამაშის შესაბამისად(ცხოველები, ფრინველები, სასკოლო საგნები, ციფრები) და ესვრის ბურთსსხვა მოთამაშეს. მოთამაშე, რომელიც დაიჭერს  ბურთს  ასახელებს სიტყვას ამავე თემატიკიდან და ასე გრზელდება, სანამ მასწავლებელი არშეცვლის თემატიკას.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.7.


·         „დაასახელე ფრინველი, ცხოველი“
მიზანი: აზროვნების, მეხსიერების განვითარება.მიმდინარეობა: მიმდინარეობა: მოსწავლეები დგანან  წრეში.მასწავლებელი ესვრის ბურთს რომელიმე მათგანს და თან ასახელებს ცხოველს ან ფრინველს. მოსწავლე იჭერს ბურთს და ახლა ის ამბობს სხვა ცხოველის ან ფრინველის სახელს. შეიძლება ფრინველის ან ცხოველის ნაცვლად დასახელდეს ხილი, ბოსტნეული.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.7.


ფანტაზია

·         „ერთობლივი ზღაპარი“
მიზანი: ფანტაზიის, ერთმანეთის მოსმენის, სწრაფად კოორდინაციის უნარის, აზროვნების განვითარება.
მიმდინარეობა: მონაწილეები სხდებიან წრეში. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს თითო ან 2-2 ბარათს ურიგებს. ერთი მოსწავლე თავის ბარათს დებს მაგიდის შუაში და იწყებს თხრობას „ იყო და არა იყო რა, იყო ერთი(ასახელებს, რაც ბარათზეა გამოსახული , მაგ. „კატა“). მის მარჯვნივ მჯდომი დებს თავის ბარათს და  აგრძელებს თხრობას, აკავშირებს პირველ ბარათთან შინაარსობრივად.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.2.

·         „დაუმთავრებელი ნახატები“
მიზანი: ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის, ექსპრესიული მეტყველების განვითარება
მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ ურიგებს დაუსრულებელ ნახატებს და სთხოვს, რომ დაასრულონ. მუსაობის დასრულების შემდეგ ტითოეული ბავშვი გამოდის და ყვება თავისი ნახატის შესახებ.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.4


მეტყველება

თამაში დიდ გავლენას ახდენს გრეთვე მეტყველების განვითარებაზე. თამაშის სიტუაცია მასში ჩართული ყველა ბავშვისაგან მოითხოვს სამეტყველო ურთიერთობების განვითარების გარკვეულ დონეს. როცა ბავშვს არ შეუძლია გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები , ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.
მეტყველების განმავითარებელი სავარჯიშოები

·         „სურათების აღწერა”

მიზანი:  ექსპრესიული მეტყველების განვითარება
მიმდინარეობა: მასწავლებელიათვალიერებს  სურათებს გაზეთებში , კატალოგებში, წიგნებში. ეკითხება მოსწავლეებს რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ ამ სურათებზე გამოსახული ადამიანები და ჩაიწერს მოსწავლეთა ნაამბობს.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.3.

·         „რას ვუყურებ ტელევიზორში“
·         მიზანი:  ექსპრესიული მეტყველების განვითარება
მიმდინარეობა: ბავშვებთ უყვართ ლაპარაკი იმაზე, რაც იციან და მოსწონთ. საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, დავსვათ შეკითხვა -- რა ხდებოდა მის საყვარელ ტელე-გადაცემაში.
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.1

ნატიფი მოტორიკა

·                    „ასო ა-ს კოლაჟი“
მიზანი:  ნატიფი მოტორიკის, ყურადღების და მეხსიერების განვითარება
მიმდინარეობა: გამოვჭრათ დიდი ზომის  „ა“ მაგარი ქაღალდისაგან. ბავშვებმა
ჟურნალებში მოძებნონ იმ საგნების სურათები, რომელთა სახელი იწყება „ა“-ზე, ამოჭრან და დააწებონ. შეიძლება ამოჭრან სტატიების სათაურები, რომელიც იწყება „ა“-ზე. ამ აქტივობის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ასო-ბგერის შესწავლისას
კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.12.

·      „პლასტილინის ასოები“
· მიზანი:  ნატიფი მოტორიკის განვითარება
· მიმდინარეობა: ვაკეთებთ დიდი ბარათებს ასოებით ან მარტივი სიტყვებით. შემდეგ ვაკეთბთ წვრილ ზოლებს პლასტილინისაგან. ბავშვებმა უნდა შემოაყოლონ ეს ზოლები ბარათზე დაწერილ სიტყვას ან ასოს. ის არა მარტო ისწავლის ამ ასოს და სიტყვის ცნობას, არამედ გაავარჯისებს მოტორიკას, რაც წერის დაუფლებისათვის არის საჭირო.
· კავშირი სტანდარტთან: ქართ.1.12

ჩამოთვლილი აქტივობები ძალიან დამეხმარა სასწავლო პროცესის საინტერესოდ და ხალისიანად წარმართვაში და დავრწმუნდი, რომ თამაში ავითარებს:
1.    სწავლის უნარს;
2.    შემოქმედებითობასა და ფანტაზიას;
3.    სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარულსა და კეთილგანწყობას;
4.    იწვევს სიხარულის ემოციას;




გამოყენებული ლიტერატურა:
·         „5წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი“
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი


 
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ეკა გიგიაძის საკონფერენციო ნაშრომი
თემა: „საკლასო ბიბლიოთეკის როლი კითხვის მოტივაციის ამაღლებაში“


პრეზენტაცია ,,საკლასო ბიბლიოთეკები"
ქვეყნის  განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის განათლებასა და წიგნიერებასთან. კითხვის უნარი წარმოადგენს ინდივიდის ინტელექტუალური განვითარებისა და პიროვნული ზრდის საფუძველს.
კითხვითი წიგნიერება  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი  უნარია, რომელსაც მოსწავლე იძენს სკოლაში სწავლის ადრეულ წლებში. ის წარმოადგენს ყველა სხვა საგნის სწავლების საფუძველს, გამოიყენება დასვენებისა და პიროვნული ზრდისათვის და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას სრულყოფილად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.კითხვაში გაწაფულობის მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ბავშვის განვითარებისათვის.
საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ხუთ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვლევას მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. PIRLS-ის კვლევების საშუალებით ქვეყნები იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორ კითხულობენ ბავშვები და როგორ აუმჯობესებს წიგნიერებას სკოლა და ოჯახი.
კვლევა გვიჩვენებს, რომ არსებობს პოზიტიური  ურთიერთმიმართება მოსწავლეთა კითხვისადმი დამოკიდებულებასა და კითხვაში მიღწევებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მეტი დრო დაუთმონ კითხვას, ხალისით იკითხონ და დადებითად შეაფასონ იგი.
კითხვის სიყვარული დადებითად აისახება კითხვაში მიღწევებზე და პირიქით. კარგი მკითხველები  უფრო მაღალი აკადემიური შედეგებით გამოირჩევიან, ვიდრე პასიური მკითხველები.დამოუკიდებელი კითხვა და წაკითხულის შესახებ მსჯელობა მნიშვნელოვანი აქტივობებია როგორც სკოლაში, ისე შინ.  საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებით, კითხვის მოყვარული ბავშვები საგრძნობლად უსწრებენ იმ ბავშვებს, რომლებსაც კითხვა ნაკლებად უყვართ.
 კითხვის მოტივაციის გაზრდის საკითხს მრავალი კვლევა დაეთმო. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია, ბავშვებმა დიდი დრო დაუთმონ კითხვასა და მასთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს. სწავლების პროდუქტიულობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს:  მშობლების მაგალითი, ეკონომიური სიდუხჭირე, სასწავლო პროგრამის ხარისხი, სწავლების მეთოდები, სწავლებისათვის გამოყოფილი დრო... 
სასწავლო პროცესში გამოყოფილი დრო არის რესურსი, რომელიც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა არასაკმარისია  სასურველი შედეგების მისაღწევად. 
სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე  გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკლასო ბიბლიოთეკა III-VII კლასებში. ამ ბიბლიოთეკების  მიზანია კითხვის მოტივაციის ამაღლება, დროის ეფექტურად გამოყენება და კითხვაში შედეგების  გაუმჯობესება.
საკლასო  ბიბლიოთეკები  მოსწავლეს აძლევს შეაძლებლობას გაიფართოონ თავიანთი წარმოდგენა ტექსტებზე და დაინახონ კითხვის პროცესი, როგორც კლასელებთან ერთობლივი აქტივობის შესაძლებლობა. აღნიშნული შეიძლება გავრცობილი იქნას სკოლის გარეთ საზოგადოებაში , რადგან მოსწავლეები წაკითხულიდან მიღებულ ინფორმაციასა და საკუთარ აზრებს ხშირად უზიარებენ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
სექტემბრის თვეში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს  გავაცანი  იდეა საკლასო ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ. მათგან მივიღე  თანხმობა და მხარდაჭერა.მშობელთა უმრავლესობამ აღნიშნა , რომ ნაკლებად აქვთ დრო წაუკითხონ შვილებს, ან  ხშირად შეიძინონ  მათთვის ახალი საკითხავი ლიტერატურა.
თვის ბოლომდე მოსწავლეების მიერ   საოჯახო ბიბლიოთეკიდან  მოტანილი საბავშვო წიგნებით შევქმენით წიგნადი ფონდი. შევთანხმდით, რომ ფონდის  განახლება მოხდება  ყოველთვიურად.  წიგნების აღრიცხვა მიმდინარეობს სპეციალურ ჟურნალში. ბიბლიოთეკარი მასში წერს წიგნის სათაურს, ავტორს და შემომტანი პირის სახელსა და გვარს.
ფარული კენჭისყრით მოსწავლეებმა აირჩიეს ოქტომბრის თვის ბიბლიოთეკარი და მისი ასისტენტი, რომლებიც აწარმოებენ  წიგნების აღრიცხვასა და გაცემას.
შევადგინე  ფორმულიარი, სადაც აღირიცხება მოსწავლეთა მიერ  ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების დასახელება, რაოდენობა, დაბრუნების ვადა. ფორმულარის წარმოებაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკარი და მისი ასისტენტი. აღნიშნული მოსწავლეები თავიანთი საქმიანობის გაცნობის მიზნით სტაჟირებაზე მივავლინე სკოლის ბიბლიოთეკართან. რამდენიმე დღიანი საქმიანობის შემდეგ მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს უფლება-მოვალეობები
წიგნის წაკითხვის ვადა განისაზღვრა 10(ათი) დღით.
საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე განვათავსეთ  წიგნის  მოვლისა და მოხმარების წესები. წესები  შევადგინე მოსწავლეთა ინიციატივითა და მონაწილეობით.
მოსწავლეთა უმრავლესობამ  წიგნები დროულად დააბრუნა. თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. ფაქტიურად ყველა წიგნი იყო დაუზიანებელი და მოვლილი. მოსწავლეებმა წერილობით წარმოადგინეს წაკითხული ნაწარმოების შინაარსი და კლასის წინაშე გააკეთეს წაკითხულის პრეზენტაცია, გაიმართა დისკუსია,  პროცესი იყო საინტერესო .
კლასში აღმოჩნდა  რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც არ გასჩენიათ ინტერესი წაეკითხათ წიგნები .  გადავწყვიტე ასეთი მოსწავლეების მოტივაციის გაზრდისათვის   გარეგანი მოტივირება გამომეყენებინა-  დავასაჩუქრე  წიგნით და დავავალე  ამ წიგნის პრეზენტაციის მოწყობა. ნოემბრის თვის ბოლომდე  თვალყურს ვადევნებ როგორ განვითარდება მოვლენები.
30ოქტომბერს მოხდა წიგნადი ფონდის განახლება. შეიცვალა აგრეთვე ბიბლიოთეკარი და ასისტენტი და პროცესი გაგრძელდა  დადგენილი წესების მიხედვით.
საკლასო ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სასწავლო წლის ბოლომდე. პირველი სემესტრის ბოლოს მოვახდენთ საუკეთესო მკითხველის გამოვლენას. საუკეთესოდ ჩაითვლება მოსწავლე, რომელმაც  წაიკითხა მეტი  წიგნი  და გამართა საინტერესო პრეზენტაცია.
მოსწავლეთა შეფასებას ვახდენ ყოველი თვის ბოლოს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პრეზენტაციისა და წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრების  უნარის  შეფასებას.
საკლასო ბიბლიოთეკების ფუნქციონირება წლის მანძილზე  გარკვეულ შედეგს გამოიღებს, კერძოდ:
Ø  სასწავლო წლის ბოლომდე  მოსწავლეთა უმრავლესობა  წაიკითხავს საშუალოდ 10 წიგნით მეტს.
Ø  მოსწავლე  გაუზიარებს შთაბეჭდილებებს თანაკლასელებს
Ø  მოსწავლეები  შეუქმნიან ერთმანეთს განწყობას წაიკითხონ  წიგნები.
ამ ეტაპზე გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიეთ:
Ø  მოსწავლეთა ნაწილმა ერთი თვის მანძილზე 2-3 წიგნის წაკითხვა შეძლო.
Ø  მოსწავლეებს აუმაღლდათ  კითხვის მოტივაცია.
Ø   ხშირმა  პრეზენტაციამ  ხელი შეუწყო კომუნიკაციისა და მსჯელობის, წერისა და შემოქმედებითი   უნარების  გაუმჯობესებას.
Ø  წაკითხულის წარმოდგენა  დაეხმარა მოსწავლეებს დეტალების უკეთ გააზრებაში
Ø  თანაკლასელები ერთმანეთს   უზიარებენ   რა სტრატეგია გამოიყენეს  კითხვის პროცესში.
Ø   გამოთქვე ს თავიანთი  ვარაუდები ტექსტის  სიუჟეტის შესაძლო  განვითარების შესახებ
Ø  იმსჯელეს რა იყო  მათთვის საინტერესო ნაწარმოებში.
Ø   გამოიტანეს დასკვნები,  შეაჯამეს და შეაფასეს წაკითხული.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მოსწავლეთა ნაწილს  გაუჩნდა სურვილი  თვითონ შექმნან მოთხრობები და ზღაპრები, დაასურათონ და შეკრან წიგნების სახით. ნაწილმა გადაწყვიტა,   მკითხველთა თეატრის ფარგლებში სპექტაკლის სახით   წარმოადგინონ მათი საყვარელი ნაწარმოების გმირები.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება  დაეხმარება  მოსწავლეებს ძლდაუტანებლად წაიკითხონ საინტერესო წიგნები, ე.წ  „კლასგარეშე ლიტერატურა“.  მოსწავლეებში  კითხვის მოტივაციის  გაზრდა  ხელს შეუწყობს  მათ ჩამოყალიბებას კარგ მკითხველებად.









Комментариев нет:

Отправить комментарий