понедельник, 1 декабря 2014 г.

ტრენინგის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის ფარგლებში გავიარე რვა მოდული. ტრენინგის შინაარსმა მოლოდინს გადააჭარბა. ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში არაჩვეულებრივად საინტერესოს და  შინაარსიანს ხდის სასწავლო პროცესს. მოსწავლეები  ეჩვევიან ინტერნეტის გამოყენებასა და  ინფორმაციის მოძიებას,  ქმნიან პრეზენტაციებს, შეუძლიათ ერთმანეთის შეფასება და თვითშეფასება. 

   ვფიქრობ  ტექნოლოგიების  გამოყენებით და სასწავლო პროცესში აქტიური დანერგვით გავალთ მაღალ სააზროვნო უნარებზე  და მოსწავლეებს განვუვითარებთ   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს - შემოქმედებითობისა  და გამომგონებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის,  კომუნიკაციისა და თანამშრომლობის,   ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასების, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;  ინიციატივისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარს. 

 მაქვს სურვილი და შესაძლებლობა აქტიურად დავნერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ინტელის ტრენინგზე მიღებული გამოცდილება. 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий